ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 17 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 119 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 494 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 5 722 ადამიანი და დაიღუპა 111, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 58 250 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 981 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 20 699 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 499 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 063 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 803 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 16 361 და დაიღუპა 2 089 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 664 და დაიღუპა 11.
წყარო: