რას ამბობს ფრჩხილის ვიზუალი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რას ამბობს ფრჩხილის ვიზუალი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ფრჩხილის ვიზუალით შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ ორგანიზმში მიმდინარე დარღვევაზე.

ფრჩხილის ფორმა თუ სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს რომელიმე პათოლოგიის გამო ან ცვლილება დაკავშირებული იყოს უშუალოდ თითზე მიღებულ ტრავმასთან.

მტვრევადი

ხშირი დასველების ან გამოშრობის შედეგია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში რკინის დეფიციტსა თუ ჰიპოთირეოზზე მიგანიშნებთ.

რბილი ან სუსტი

ზედმეტი დატენიანების ან ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად ჩნდება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში B ვიტამინის, კალციუმის, რკინისა და ცხიმოვანი მჟავის დეფიციტის სიმპტომია.

აქერცლილი

სავარაუდოდ, ფრჩხილზე მიიღეთ ტრავმა.

ყვითელი

ყვითელი ფრჩხილის გამომწვევი მიზეზია ინფექცია ან ფრჩხილის ლაქზე გამოვლენილი ალერგიული რეაქცია. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის, ფსორიაზის ან დიაბეტის მანიშნებელია.

შავი ხაზები

ხშირად ჩნდება ტრავმისას, მაგალითად, თუ თითი მოგყვათ კარში. იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში ფსორიაზის, ენდოკარდიტისა და ფრჩხილის მელანომას სიმპტომია.

გაითვალისწინეთ, თუ ხაზები ტრავმითაა განპირობებული დროთა განმავლობაში გაქრება. თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ თუ შავი ლაქები რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგაც კი შესამჩნევია და ამასთან, გამოგივლინდათ სხვა სიმპტომებიც, კერძოდ: ანთებითი პროცესი კანზე, ღამის ოფლიანობა, სისხლდენა ფრჩხილიდან.

თეთრი ლაქები

ფრჩხილზე თეთრი ლაქების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ორგანიზმში თუთიის დეფიციტი;
  • ალერგიული რეაქცია;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ფრჩხილის ტრავმა.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/beauty-skin-care/healthy-nails#changing-color