რა არის მიელოგრამა?
მიელოგრამა კვლევის მეთოდია, რომელიც პაციენტის ხერხემლის მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. დეტალური სურათის მისაღებად მიელოგრამა იყენებს კონტრასტულ ნივთიერებას, რენტგენულ და კატე სკანერს.
ექიმი მიელოგრამას დანიშნავს ქრონიკული ზურგის ტკივილის დროს. ამ ჩივილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად თავდაპირველად შესაძლოა ჩატარდეს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თუმცა თუ ამ ტესტებით საკმარისი შედეგი ვერ დადგება მეტი ინფორმაციისთვის აუცილებელი იქნება მიელოგრამა.
მიელოგრამისას ზურგის ტვინსა და ახლომდებარე უბნებში, მაგალითად ნერვსა და რბილ ქსოვილებში, კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ - ამ გზით მედიკოსი ნათელ სურათს ხედავს.
მიელოგრამით შესაძლებელია შემდეგი მდგომარეობების დიაგნოსტირება:
- დისკის თიაქარი;
- ართრიტი ხერხემლის სახსრებში;
- სპინალური სტენოზი;
- სპინალური სიმსივნე;
- ოსტეოფიტი.
მიელოგრამა ასევე მოწოდებულია ისეთ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ჩატარდა ოპერაცია და პროცედურის შემდეგ პაციენტს აწუხებს სისუსტე ან ტკივილი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/4892-myelogram
