14 ივნისი - კორონავირუსის სტატისტიკა

14 ივნისი - კორონავირუსის სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 14 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 137 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 281 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 6 312 ადამიანი და დაიღუპა 131, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 73 243 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 812 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 20 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 380 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 821 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 533 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 16 091 და დაიღუპა 400 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 149 და დაიღუპა 25.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200614-covid-19-sitrep-146.pdf?sfvrsn=5b89bdad_6