დილით ბალიშზე სველი ლაქა შეგიმჩნევიათ?
რეგულარულად გამოვიმუშავებთ ნერწყვს და მაშინაც კი, როდესაც გვძინავს. როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ძილში ნერწყვდენა ნორმალურია.
ძილში ნერწყვდენის მიზეზია:
• ძილის პოზა (ხშირია გვერდულად და მუცელზე წოლის მოყვარულებში);
• გაციება, ინფექცია, ალერგია;
• გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება;
• ძილის ობსტრუქციული აპნოე;
• კბილების კრაჭუნი;
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
• ნეიროდეგენერაციული დაავადება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ძილში ნერწყვდენა ნორმალურია, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ნერწყვის რაოდენობა საყურადღებოა ან ამ სიმპტომს თან ერთვის სხვა უჩვეულო ტიპის დისკომფორტი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://www.sleepfoundation.org/sleep-faqs/drooling-in-your-sleep
