რა იწვევს ყელის სიმშრალეს?
ამ სიმპტომს არაერთი მდგომარეობა იწვევს - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზი მსუბუქია, თუმცა ზოგჯერ სავსებით შესაძლებელია გაცილებით სერიოზული დაავადებით იყოს განპირობებული.
ყელის სიმშრალის მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, მაგალითად, თუ სეზონური ალერგიის სიმპტომია ინიშნება შესაბამისი წამალი, გაციებისა და გრიპის დროს საკმარისია მკურნალობა სახლის პირობებში და სხვა.
ყელის სიმშრალით გაგეღვიძებათ თუ ღამით ძილის დროს პირი ღია გექნებათ ან პირით ისუნთქებთ. ყელის სიმშრალე შეიძლება გამოვლინდეს დეჰიდრატაციის გამოც.
ექიმს უნდა მიმართოთ თუ შენიშნავთ შემდეგ ნიშნებს:
- ყლაპვის გაძნელება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ხრიალი;
- ალერგიული გამონაყარი;
- გულმკერდის ტკივილი;
- ძლიერი დაღლილობა;
- მაღალი სიცხე (38 და მეტი).
ექიმს უნდა მიმართოთ თუ ყელი გტკივათ კვირაზე მეტია.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/321201#tonsilitis
