რა ტიპის ოპერაციაა ბარძაყის ჩანაცვლება?
ბარძაყის ჩანაცვლება გულისხმობს ქირურგიულ მანიპულაციას, რომლის დროსაც ქირურგს ბარძაყის სახსრიდან დაზიანებული უბანი ამოაქვს და ახლით ანაცვლებს. ხელოვნურ სახსარს პროთეზი ეწოდება და მოწოდებულია ტკივილის შესამცირებლად, ცხოვრების ხარისხისა და გადაადგილების უნარის გასაუმჯობესებლად.
ბარძაყის ჩანაცვლებას სამედიცინო ენაზე თეძოს ტოტალური ართროპლასტიკა ეწოდება.
ოპერაცია მოწოდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიუხედავად ტკივილი არ ქრება;
- სიარულის დროს ბარძაყის არეში ტკივილი მწვავდება;
- ბარძაყის ტკივილის გამო პაციენტს უჭირს დაძინება, დასვენება, უწევს მუდმივ დისკომფორტთან გამკლავება;
- ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ თითქმის შეუძლებელია ნორმალურად სიარული, კიბით სარგებლობა და სხვა ფიზიკური აქტივობის განხორციელება;
- პაციენტს უჭირს მარტივად წამოდგეს ფეხზე (მაგალითად, იჯდა და დამოუკიდებლად ვეღარ დგება).
ბარძაყის ჩანაცვლების მიზეზი ხშირად ხდება შემდეგი დაავადებები:
- ოსტეოართრიტი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ოსტეონეკროზი.
ბარძაყის ხელოვნური ნაწილი შეიძლება დროთა განმავლობაში გაიცვითოს - მსგავს კლინიკურ შემთხვევაში მოწოდებულია მეორედ ჩატარდეს ართროპლასტიკა.
რეაბილიტაციის პროცესი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, ანამნეზზე. თუმცა სტატისტიკურად, პაციენტთა უმეტესობა ოპერაციიდან 3 თვეში თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/hip-replacement/about/pac-20385042
