მიელოპათია ზურგის ტვინის კომპრესია, შეკუმშვაა.
დაავადება იწვევს ტკივილს, დაბუჟებასა და მოძრაობის შეზღუდვას სხეულის სხვადასხვა უბანში.
დიაგნოზი დადასტურდება ფიზიკური გამოკვლევისა და ნევროლოგიური ტესტირების საფუძველზე.
მოწოდებულია შემდეგი ანალიზები:
- ხერხემლის რენტგენული კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მიელოგრამა;
- ნერვის ფუნქციის შესასწავლი ტესტი.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
მიელოპათიის მკურნალობის არაქირურგიული მეთოდებია:
- სამკურნალო კორსეტის გამოყენება;
- ფიზიოთერაპია;
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ან კორტიკოსტეროიდები.
თუ მკურნალობის არაქირურგიული მეთოდები სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ანუ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მკურნალი ექიმი განიხილავს ქირურგიულ ჩარევას. ოპერაცია აუცილებელია იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტური თერაპიისა და ფიზიოთერაპიის მიუხედავად სიმპტომები არ მსუბუქდება ან იმდენად მწვავე მდგომარეობაა, რომ გართულების რისკი მაღალია.
ქირურგიული მეთოდებია:
- დისკექტომია;
- დისკის ჩანაცვლება;
- ლამინექტომია;
- ლამინოპლასტიკა;
- სპონდილოდეზი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21966-myelopathy
