თუ გარშემომყოფები გვაღიზიანებენ - როგორ ავარიდოთ თავი კონფლიქტს?

თუ გარშემომყოფები გვაღიზიანებენ - როგორ ავარიდოთ თავი კონფლიქტს?

ალბათ ვერ ვიპოვნით ადამიანს, რომელსაც ყველა უყვარს და ვინმე არ აღიზიანებს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია ღამით ვერ გამოიძინეთ ან ცხოვრებისეული პრობლემა გაქვთ და ამ დროს ვიღაც განუწყვეტლივ წუწუნებს, ან ცდილობს თავს მოგახვიოთ თავისი ბედნიერება. რთულია, თუმცა სამყარო თქვენს გარშემო არ ბრუნავს და მსგავს სიტუაციაშიც კი სასურველია თავი ხელში აიყვანოთ, არ გააღრმავოთ კონფლიქტი.

სტრესის პრევენციისთვის სასურველია ისწავლოთ მეთოდები, რომელიც შინ თუ გარეთ კონფლიქტისგან დაგიცავთ და უარყოფით ან ტოქსიკურ ადამიანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ასევე საინტერესოა რატომ გაღიზიანებთ კონკრეტული ადამიანი? ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ვინმე შეიძლება იმიტომ ამოვიჩემოთ, რომ ჩვენს ბნელ მხარეს, ანუ იმ ქცევას თუ ხასიათს გვახსენებს, რომელიც არ მოგვწონს და დათრგუნვას ვცდილობთ - მარტივად რომ ვთქვათ შეიძლება იმ პიროვნებაში საკუთარი უარყოფითი ხაზის ანარეკლს ხედავთ, შესაბამისად, ღიზიანდებით. რაც არ უნდა იყოს გაღიზიანების წყარო, მიზეზი თუ საბაბი, წარმოგიდგენთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც სიტუაციის განეიტრალებაში დაგეხმარებათ.

გირჩევთ:

  • შეეცადეთ გაიგოთ მისი ემოციური განწყობა, ფონი;
  • მოერიდეთ ჭორაობას, მინიმუმ უტაქტობაა;
  • შეძლებისდაგვარად დამშვიდდით;
  • გამოიჩინეთ ტაქტი;
  • დააწესეთ საზღვრები;
  • იქნებ ის პიროვნება გაღიზიანებული იმიტომ არის, რომ რაღაც უჭირს და ბრაზს სხვაზე ანთხევს - არაფერი დაგაკლდებათ თუ დახმარების ხელს გაუწვდით;
  • პირდაპირ უთხარით რა გაღიზიანებთ მასში;
  • უნდა გააცნობიეროთ, რომ ყოველთვის ვერ მოახერხებთ გაექცეთ გამაღიზიანებელ ხალხს.

 

წყარო:

https://uk.indeed.com/career-advice/career-development/how-to-deal-with-annoying-people