შებერილობა გავრცელებული ჩივილია მენსტრუაციამდე და ციკლის დაწყებისას.
პერიოდის შებერილობა დისკომფორტს იწვევს - ზოგიერთი ქალი ამტკიცებს, რომ ამ სიმპტომის გამო მუცელი შეშუპებული და ზომაში მომატებული აქვს, ასევე ცვლილება შეიმჩნევა წონაზეც. სავარაუდოდ, ხშირად გაგიგონიათ, რომ ციკლის დროს სასწორზე აწონვას აზრი არ აქვს, რადგან ამ პერიოდში წონას რამდენიმე გრამით და ზოგჯერ კილოთიც კი ზედმეტს აჩვენებს.
ცნობისათვის შებერილობა ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია პრემენსტრუალური სინდრომისთვის. სტატისტიკურად, ციკლის მქონე ქალთა 75%-ს ეს ჩივილი გამოუცდია.
შებერილობასთან ერთად შესაძლოა გამოგივლინდეთ შემდეგი ნიშნები:
ციკლამდე და უშუალოდ მენსტრუაციის დროს შებერილობის მიზეზი ჰორმონების პროგესტერონისა და ესტროგენის დონის ცვლილებაა. გარკვეული მეთოდებით ამ დისკომფორტის შემცირება შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
თუ ციკლისმიერი შებერილობა მნიშვნელოვნად გიქვეითებთ ცხოვრების ხარისხს აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამასთან, მედიკოსს უნდა დაუკავშირდეთ თუ შებერილობა არ გაივლის მენსტრუაციის დასრულების შემდეგაც კი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/319579
