მადის დაქვეითებას, უმადობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს.
ამ დიაგნოზის დროს ადამიანი არ უჩივის შიმშილის გრძნობას. სამედიცინო ენაზე მდგომარეობას ანორექსია ეწოდება.
უმადობის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ფიზიკური ცვლილებები;
- ემოციური ცვლილებები;
- ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
უმადობის მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. დიაგნოსტირებისთვის ინიშნება სისხლის ანალიზი ან კომპიუტერული კვლევები.
მკურნალობის კურსი შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ რეგულარულად და პატარა ულუფებით;
- აუცილებელია დაავადების ან ინფექციის მართვა;
- მედიკამენტური თერაპია მადის სტიმულირებისთვის;
- ექიმს ინტრავენური მანიპულაციით ორგანიზმში შეჰყავს ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული სითხე (ფართო საზოგადოებაში პროცედურას უწოდებენ გადასხმას);
- დიეტოლოგი დაგეხმარებათ კვების უნარის მართვაში;
- შესაძლოა დაგენიშნოთ ვიტამინები ან საკვები დანამატები;
- სტომატოლოგს უნდა მიმართოთ დენტალური პრობლემის ან კბილის ტკივილისას, რადგან ამ ჩივილის ფონზე კვების სურვილი ნამდვილად არ გექნებათ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24228-loss-of-appetite
