რა ტიპის კუნთის სისუსტეა საყურადღებო და რა სიმპტომისას უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება?

რა ტიპის კუნთის სისუსტეა საყურადღებო და რა სიმპტომისას უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება?

კუნთის სისუსტე არაერთი მდგომარეობის სიმპტომია.

შეიძლება ჩამოყალიბდეს დაღლილობის ან კუნთის ტრავმის გამო, ან სულაც გაცილებით სერიოზული ნერვული სისტემის პათოლოგიის მანიშნებელი იყოს.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ კუნთის სისუსტე არ შემსუბუქდა ან ჯანმრთელობის ზოგადი ფონი უფრო მეტად გამწვავდა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კუნთის სისუსტე სერიოზული დაავადების მანიშნებელია.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან თვითდინებით მიმართეთ უახლოესი კლინიკის ემერჯენსი დეპარტამენტს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • უეცარი კუნთის სისუსტე;
  • უეცარი დაბუჟება;
  • უეცრად ვეღარ ამოძრავებთ კიდურებს, გიჭირთ სიარული ან დგომა;
  • უეცრად ვეღარ იღიმით ან ვერ ახერხებთ სახეზე რომელიმე ემოციის გამოხატვას;
  • უეცარი დაბნეულობა, გიჭირთ საუბარი, ვერ აცნობიერებთ რას გეუბნებიან;
  • გულმკერდის კუნთის სისუსტე, რომელიც სუნთქვის გაძნელების მიზეზი გახდა;
  • გონების დაკარგვა.

წყარო:

https://www.healthline.com/health/muscle-weakness