რა უნდა იცოდეთ ცხვირის ძგიდის გამრუდებაზე?
საუბარია დიაგნოზზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ცხვირის ძგიდე ცენტრიდან გადახრილია. ზოგიერთი ადამიანი ამ პათოლოგიით იბადება, ხოლო სხვების შემთხვევაში ძგიდის გამრუდების მიზეზი ცხვირის დაზიანება/ტრავმაა. მწვავე პროცესის დროს იწვევს ისეთ დისკომფორტს როგორიცაა: სუნთქვის პრობლემა, ცხვირის დახშობა, თავის ტკივილი.
გამრუდებული ცხვირის ძგიდის აღდგენით ოპერაციას სეპტოპლასტიკა ეწოდება.
ზოგჯერ პაციენტი უჩივის შემდეგი ტიპის სიმპტომებს:
- სახის ტკივილი;
- სუნის დაკარგვა;
- ცხვირის გაჭედვა;
- ცხვირით სუნთქვა;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ხვრინვა.
შეძენილ შემთხვევაში ტრავმული დაზიანების გარდა ცხვირის ძგიდის გამრუდება შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
- ავტოავარია;
- კონტაქტური სპორტი;
- წაქცევა;
- ჩხუბი.
მსუბუქი გამრუდებისას იშვიათად რომ გართულება ან სერიოზული დისკომფორტი გამოვლინდეს.
თუმცა მწვავე ფორმის ცხვირის ძგიდის გამრუდება იწვევს შემდეგ პრობლემებს:
- ქრონიკული სინუსიტი;
- პირის სიმშრალე;
- ცხვირის გაჭედვა;
- ძილის აპნოე;
- ბავშვებში ხანგრძლივი დროით მიმდინარე ან ხშირი ყურის ინფექციები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16924-deviated-septum
