ცხვირის ძგიდის გამრუდება

ცხვირის ძგიდის გამრუდება

რა უნდა იცოდეთ ცხვირის ძგიდის გამრუდებაზე?

საუბარია დიაგნოზზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ცხვირის ძგიდე ცენტრიდან გადახრილია. ზოგიერთი ადამიანი ამ პათოლოგიით იბადება, ხოლო სხვების შემთხვევაში ძგიდის გამრუდების მიზეზი ცხვირის დაზიანება/ტრავმაა. მწვავე პროცესის დროს იწვევს ისეთ დისკომფორტს როგორიცაა: სუნთქვის პრობლემა, ცხვირის დახშობა, თავის ტკივილი.

გამრუდებული ცხვირის ძგიდის აღდგენით ოპერაციას სეპტოპლასტიკა ეწოდება.

ზოგჯერ პაციენტი უჩივის შემდეგი ტიპის სიმპტომებს:

  • სახის ტკივილი;
  • სუნის დაკარგვა;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • ცხვირით სუნთქვა;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • ხვრინვა.

შეძენილ შემთხვევაში ტრავმული დაზიანების გარდა ცხვირის ძგიდის გამრუდება შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ავტოავარია;
  • კონტაქტური სპორტი;
  • წაქცევა;
  • ჩხუბი.

მსუბუქი გამრუდებისას იშვიათად რომ გართულება ან სერიოზული დისკომფორტი გამოვლინდეს.

თუმცა მწვავე ფორმის ცხვირის ძგიდის გამრუდება იწვევს შემდეგ პრობლემებს:

  • ქრონიკული სინუსიტი;
  • პირის სიმშრალე;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • ძილის აპნოე;
  • ბავშვებში ხანგრძლივი დროით მიმდინარე ან ხშირი ყურის ინფექციები.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16924-deviated-septum