მუცლის ქრონიკული ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია.
ეს სიმპტომი აწუხებს მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით. ტკივილი ჩნდება არაერთი მიზეზის გამო, მაგალითად, გამომწვევი შესაძლოა იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა, ინფექცია, ტრავმა.
მუცლის ქრონიკული ტკივილის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ტკივილი გრძელდება 3 თვეზე მეტხანს. ამ ჩივილით ცხოვრება მარტივი არ არის, შესაბამისად, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ სპეციალისტის რეკომენდაციით.
შესაძლოა მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ კვების რაციონის ცვლილებით. მოერიდეთ ცხარე, ცხიმიან და სუნელებიან კერძებს, რადგან ამ ტიპის საკვები ხშირად ხდება მუცლის ტკივილის გამწვავების მიზეზი. მცირე ულუფა მიირთვით, ნუ გადაიტვირთავთ კუჭს.
ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ დისკომფორტი შეუმსუბუქდა მტკივნეულ არეზე რეზინის სათბურის (ფართო საზოგადოებაში გავრცელებულია როგორც გრელკა) ან თბილი წყლით სავსე ბოთლის დადებისას.
კუნთების მოსადუნებლად აუცილებელია მაქსიმალურად შეამციროთ სტრესისა და შფოთვის დონე, რადგან შესაძლებელია გაღიზიანებულზე ჩივილი უფრო მეტად გაძლიერდეს (ან პროვოცირდეს).
აუცილებელია გარშემომყოფებმა იცოდნენ რომ მუცლის ქრონიკული ტკივილი გაქვთ, ნებისმიერი მუდმივი სიმპტომის ან მდგომარეობის დროს საყვარელი ადამიანების თანადგომა სასარგებლოა.
პაციენტებს ვურჩევთ აწარმოონ დღიური და ჩაინიშნონ თუ რამ გამოიწვია მუცლის ტკივილი - სწორედ ამ გზით შეძლებთ მომავალში შეძლებისდაგვარად აარიდოთ თავი გამღიზიანებელს.
ასევე რეკომენდებულია:
- ფიზიკური აქტივობა;
- რელაქსაციისთვის თბილი შხაპი, მასაჟი, განტვირთვა ბუნებაში;
- უარი ალკოჰოლსა და თამბაქოზე;
- ხშირად დალიეთ წყალი;
- ყურადღება მიაქციეთ სხეულის პოზას, ხერხემალს ნუ მოხრით;
- აუცილებელია მშვიდი ძილი.
წყარო:
https://www.curasia.com/managing-chronic-abdominal-pain-effective-coping-strategies/
