როცა ადამიანი საკვებზე უარს ამბობს

როცა ადამიანი საკვებზე უარს ამბობს

რატომ გზიზღდებათ საკვები?

ორგანიზმი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, როდესაც კონკრეტული პროდუქტის მიმართ ძლიერი ზიზღი, უსიამოვნო შეგრძნება უჩნდება.

გულისრევისა თუ სხვა ტიპის დისკომფორტის მიზეზია საკვების სუნი, ვიზუალური მხარე ან გემო.

ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და რომელიმე კერძის შეზიზღებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია ორსულებსა და ბავშვებში.

თავისთავად, არ უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც არ გსიამოვნებთ, თუმცა კარგი იქნება ორგანიზმს არ დააკლოთ მკვებავი ნივთიერებები და სხვა პროდუქტით ჩაანაცვლოთ.

უცნაურია, მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ის საკვები შეზიზღებია, რომელიც ადრე ძალიან უყვარდა.

მწვავე სიმპტომები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს:

  • გიჭირთ წონის დაკლება ან მომატება;
  • კვებითი უკმარისობა;
  • გაუწყლოება;
  • ხშირი თავის ტკივილი.

ის თუ რატომ ამბობს ადამიანი რომელიმე პროდუქტზე უარს უცნობია, ანუ მეცნიერებმა ზუსტ გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. თუმცა დიაგნოზის ხელშემწყობ ფაქტორებად ასახელებენ ჰორმონულ და სენსორული გადამუშავების პროცესის ცვლილებებს.

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22948-food-aversion