ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ სინუსის ინფექციაზე.
სინუსიტი სინუსების ქსოვილის ანთებაა. როგორც წესი, გამომწვევი მიზეზია გაციება, თუმცა სავსებით მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს ვირუსის, ბაქტერიის, სოკოს ან ალერგიის გამო.
სინუსის ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- პოსტნაზალური წვეთი;
- სურდო;
- ცხვირის გაჭედვა;
- წნევა, ზეწოლა სახის არეში;
- კბილების ტკივილი;
- ტკივილი ან წნევის შეგრძნება ყურში;
- სიცხე;
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- ხველა;
- თავის ტკივილი;
- დაღლილობა.
სინუსიტის რისკ-ჯგუფში შედიან პირები შემდეგი ანამნეზით:
- ნაზალური ალერგია;
- ასთმა;
- ცხვირის პოლიპი;
- სუსტი იმუნური სისტემა;
- თამბაქო;
- ცხვირის ძგიდის გამრუდება/გადახრა.
უშუალოდ სინუსიტი არ არის გადამდები, მაგრამ გადამდებია ის ვირუსი თუ ბაქტერია, რომელიც ამ მდგომარეობას იწვევს.
სინუსიტი ყოველთვის არ საჭიროებს მკურნალობას და ხშირად დამოუკიდებლად იკურნება.
იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში სინუსის ინფექცია საშიშ დაავადებად იქცევა - ეს შედეგი დგება მაშინ, როდესაც ბაქტერია ან სოკო ვრცელდება ტვინში, თვალში ან ახლომდებარე ძვალში.
ექიმი სინუსიტის დიაგნოზს ადგენს სიმპტომებსა და პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიაზე დაყრდნობით.
დანერგილია მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. სიმპტომებისა და ინფექციით ავადობის ხანგრძლივობის მიხედვით ინიშნება შესაბამისი ტიპის მედიკამენტი (ანტიბიოტიკი, ორალური ან ტოპიკური შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება, ინტრანაზალური სტეროიდული სპრეი, ანტიჰისტამინები და სხვა).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17701-sinusitis
