ყნოსვის დაკარგვა ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია.
სამედიცინო ენაზე ამ სიმპტომს ანოსმია ეწოდება.
დიაგნოსტირებისთვის უნდა მიმართოთ ოტოლარინგოლოგს. ექიმი დაინტერესდება თუ როდის შენიშნეთ ეს სიმპტომი და რა პროცესი უძღოდა წინ, დროთა განმავლობაში დაკარგეთ ყნოსვა თუ მოულოდნელად. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია და სწორედ ამ ინფორმაციით შეიკრიბება ანამნეზი.
ოტოლარინგოლოგი ჩაიხედავს თქვენს ცხვირში და დაგინიშნავთ სუნის საიდენტიფიკაციო ტესტს.საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყნოსვის უნარი აღდგება გამომწვევი მიზეზის მკურნალობის შემდეგ. მაგალითად, თუ მიზეზი სინუსიტია ინფექციას განკურნავს ანტიბიოტიკები. მიზეზი ცხვირის პოლიპია? დაინიშნება ქირურგიული მანიპულაცია. ანუ სიმპტომის ასალაგებლად მისი გამომწვევის მართვაა აუცილებელი.
ხშირად ანოსმიას იწვევს გაციება, შესაბამისად, ყნოსვა მაშინ დაგიბრუნდებათ, როცა გამოჯანმრთელდებით.
სამწუხაროდ, ყნოსვის დაკარგვის პრევენცია ყოველთვის ვერ ხერხდება, რადგან ამ სიმპტომს არაერთი მდგომარეობა იწვევს. ზოგადად, პრევენციის ერთადერთი მეთოდია შეძლებისდაგვარად აარიდოთ თავი გაციებას და სხვა რესპირატორულ პათოლოგიებს, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მდგომარეობების პარალელურად პაციენტები ხშირად კარგავენ ყნოსვას.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21859-anosmia-loss-of-sense-of-smell
