გიყვართ ლიმონიანი ჩაი?
ცივი სეზონი კარს მოგვადგა და ცხელ ჩაიზე უარს ვერავინ იტყვის - ამ გემრიელ სასმელს დაუმატეთ ლიმონი და ორგანიზმი ვიტამინებით გააკაჟეთ.
ლიმონი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას - იგი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები მიკროელემენტია.
ამცირებს ინფექციებისა და ანთებითი პროცესის რისკს.
ლიმონი აქტიურად გამოიყენება სამკურნალო კოსმეტოლოგიაში, დერმატოლოგიაში. ლიმონი განიხილება როგორც ანტიასაკობრივი საშუალება და სწორედ ამიტომ კანის მოვლის თითქმის ყველა საშუალების მთავარი ინგრედიენტია.
მეცნიერების განმარტებით, ლიმონი გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ციტრუსი მნიშვნელოვნად ამცირებს მენტალური დარღვევების რისკს.
კარდიოვასკულარული დაავადებებისგან თავს დაიცავთ თუ ლიმონს მიიღებთ და პარალელურად ფიზიკური აქტივობით (თუნდაც ისეირნეთ ყოველდღე თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ) დაკავდებით.
ლიმონიანი წყალი წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას, დადებითი ეფექტი აქვს საკვების მონელებაზე, გეხმარებათ წონის დაკლებაში.
ლიმონიანი წვენი ბუნებრივი შარდმდენია, შესაბამისად, სასარგებლო თირკმელისთვის.
ბევრი პაციენტი ამტკიცებს, რომ გაციებით მიმდინარე ხველისას ლიმონიანი ჩაისა და თაფლის დახმარებით მდგომარეობა გაიუმჯობესა და ღამით მშვიდად დაძინება შეძლო.
წყარო:
https://simplelooseleaf.com/blogs/news/lemon-tea-benefits
