ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 15 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 132 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 911 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 7 937 ადამიანი და დაიღუპა 113, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 69 770 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 596 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 19 649 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 437 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 141 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 349 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 15 953 და დაიღუპა 401 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 131 და დაიღუპა 15.
წყარო: