11 ივნისი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

11 ივნისი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 11 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 128 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 347 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 4 815 ადამიანი და დაიღუპა 100, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 70 071 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 681 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 19 503 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 335 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 998 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 789 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 14 740 და დაიღუპა 430 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 292 და დაიღუპა 12.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200611-covid-19-sitrep-143.pdf?sfvrsn=2adbe568_6