მულტიდისციპლინური მიდგომა

მულტიდისციპლინური მიდგომა

თანამედროვე მედიცინა უკვე კარგად იცნობს და აქტიურად იყენებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ მეთოდებს.

თუმცა შესაძლოა ბევრმა ადამიანმა ამ ტერმინის მნიშვნელობა არ იცოდეს ან საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი მიდგომა.

მულტიდისციპლინური გუნდი გულისხმობს იმას, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე ერთდროულად ზრუნავს სხვადასხვა პროფილის ექიმი. დაავადების მართვის, სიმპტომების შემსუბუქებისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთად იკრიბება სხვადასხვა მიმართულების ექიმი - გუნდი დისკუსიის შედეგად არჩევს საუკეთესო გამოსავალს.

მულტიდისციპლინური გუნდი კონცენტრირებულია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მეცნიერები ხშირად ხუმრობენ კიდეც, რომ მულტიდისციპლინური მიდგომა ნიშნავს სხვადასხვა ტვინის ერთდროულად მუშაობას და შედეგი პაციენტის გამოჯანმრთელებაა.

მულტიდისციპლინური გუნდი შედგება შემდეგი პროფილის მედიკოსებისგან:

  • ექიმი;
  • ექთანი;
  • ფიზიოთერაპევტი;
  • ფსიქოთერაპევტი;
  • სხვა სპეციალისტები;
  • სოციალური მუშაკები.

რასაკვირველია, კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე გუნდის წევრების რაოდენობა თუ სამედიცინო პროფილის მიმართულება იცვლება/იზრდება.

მულტიდისციპლინური გუნდის მკურნალობის კურსი ყოველმხრივი და კარგად ორიენტირებულია. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით საჭირო და ეფექტურია ქრონიკული დაავადებების მართვისას.

 

წყარო:  

https://www.theaccessgroup.com/en-gb/blog/hsc-what-is-a-multi-disciplinary-team-and-why-are-they-important/