რა არის კიარის მალფორმაცია?
კიარის მალფორმაცია თავის ქალას სტრუქტურული პათოლოგიაა, რომლის დროსაც ტვინის ნაწილი ხერხემლის არხამდე აღწევს. მკურნალობისთვის მოწოდებულია ქირურგიული ჩარევა.
სტატისტიკურად, აშშ-ში ყოველი 1 000 ადამიანიდან ერთს კიარის მალფორმაცია აქვს, თუმცა მეცნიერები შიშობენ, რომ მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ამ დაავადების დროს ყველა პაციენტს არ უვლინდება სიმპტომები, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელია დიაგნოზის სიხშირე გაცილებით მაღალი იყოს.
კიარის მალფორმაციისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:
- ტკივილი თავის უკანა არეში;
- ბალანსის დაცვისა და კოორდინაციის პრობლემა;
- თავბრუსხვევა და ვერტიგო;
- კუნთების სისუსტე;
- დაბუჟება კიდურებში;
- აჩქარებული გულისცემა;
- უძილობა და ქრონიკული დაღლილობა.
კიარის მალფორმაციის გავრცელებული სიმპტომებია:
- ბუნდოვანი მხედველობა;
- ზარის რეკვის ხმა ყურში ან სმენის დაქვეითება;
- ყლაპვის პრობლემა, ხშირი ნერწყვდენა, ღებინება;
- სკოლიოზი;
- პაციენტს უჭირს შარდის ბუშტის ან კუჭის მოქმედების კონტროლი, პროცესი უნებლიე ხდება;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- ძილში სუნთქვის პრობლემა.
თავისა და ზურგის ტვინში მიმდინარე სტრუქტურული პათოლოგია კონკრეტულ არეზე ზეწოლას ახდენს - ამ წნევისას ნათხემი ზომაში იზრდება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კიარის მალფორმაცია თანდაყოლილია, ანუ ჩვილი ამ დიაგნოზით იბადება, თუმცა სიმპტომები შედარებით ზრდასრულ ასაკში უვლინდება. გამომწვევი მიზეზი გენეტიკური მუტაციაა, რომელიც ბიოლოგიურ ოჯახში ფიქსირდება ან სრულიად უმიზეზოდ ჩასახვის შემდეგ ვლინდება.
ძალიან იშვიათად კიარის მალფორმაცია შეძენილია და მსგავს კლინიკურ შემთხვევებში თავის ქალას ან ზურგის ტვინის ზომის ცვლილების მიზეზია ტვინის სიმსივნე, კისტა, ჰემატომა, ჰიდროცეფალია, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/6008-chiari-malformation
