ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა

ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა

რა შემთხვევაში ინიშნება ცერებროსპინალური სითხის ანალიზი?

ცენტრალური ნერვული სისტემა შედგება ტვინისგან და ზურგის ტვინისგან.

ცერებროსპინალური სითხე გამჭირვალე და უფეროა - იგი შემოსაზღვრავს და იცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ცერებროსპინალური სითხე ტვინსა და ხერხემალს საკვები ნივთიერებებით ჟღენთავს და ნარჩენი პროდუქტებისგან ათავისუფლებს/წმენდს. ტრავმის დროს ცერებროსპინალური სითხე ერთგვარი გასაბერი ბალიში ხდება და ცენტრალურ ნერვულ სისტემას სერიოზული ზიანისგან შეძლებისდაგვარად იცავს. 

ცერებროსპინალური სითხის ანალიზი ინიშნება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებისა და ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება:

• ბაქტერიული ან ვირუსული მენინგიტი; 
• სოკოვანი ინფექცია; 
• სისხლდენა ტვინის გარშემო; 
• ტვინისა და ზურგის ტვინის დაზიანება; 
• ეპილეფსია; 
• გაფანტული სკლეროზი
• ლაიმის დაავადება; 
• გილიან-ბარის სინდრომი.

ცერებროსპინალური სითხის ცილის ტესტით კი დგინდება ნორმალური დოზითაა თუ არა პროტეინი ცერებროსპინალურ სითხეში.

ამ ტიპის კვლევა მოწოდებულია მაშინაც, როდესაც ეჭვია გაფანტულ სკლეროზსა და მენინგიტზე, ასევე ფიქსირდება სისხლდენა ცერებროსპინალურ სითხეში ან აუცილებელია ტრავმის/დაზიანების ფონზე აღმოცენებული ნიშნების გამოვლენა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/neurological-health/csf-total-protein