რა არის ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია?
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ტვინის სისხლძარღვებში ამილოიდური (პათოლოგიური) ცილა დაგროვდა. ეს ცილა აზიანებს სისხლძარღვს და ტვინში სისხლდენას იწვევს.
აღნიშნული პათოლოგიური პროცესი კოგნიტიური (შემეცნებითი) უნარის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია 60 წელს გადაცილებულ პირებში.
სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა რაოდენობის სისხლი გაიჟონა ტვინში. მაგალითად, შეიძლება გქონდეთ ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია, მაგრამ არ გაწუხებდეთ სიმპტომები - ამის მიზეზია ის, რომ მსუბუქი, ჩუმი მიკროსისხლდენაა. ნევროლოგიური პრობლემები ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი რაოდენობით სისხლდენას აქვს ადგილი. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტვინის ძლიერი სისხლდენა კომაში ჩავარდნის მიზეზი ხდება.
ფაქტია, რომ ხშირად პაციენტს წარმოდგენა არ აქვს ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიის მატარებელი რომ არის და დიაგნოზის შესახებ იგებს სრულიად შემთხვევით, მაგალითად, სხვა ჩივილის გამო ჩატარებული ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას.
მწვავე სისხლდენისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
მეცნიერებისთვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობ ფაქტორებად ასახელებენ ალცჰაიმერის დაავადებას და მაღალ არტერიულ წნევას.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/cerebral-amyloid-angiopathy
