ლამინოტომია - შეკუმშული ნერვით გამოწვეული ტკივილის სამკურნალო პროცედურა

ლამინოტომია - შეკუმშული ნერვით გამოწვეული ტკივილის სამკურნალო პროცედურა

რა არის ლამინოტომია?

ლამინოტომია ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ქირურგს მალას უკანა არედან პაწაწინა ნაწილი ამოაქვს. პროცედურის მიზანია ხერხემლის უბანში იმ ტკივილის შემსუბუქება, რომელიც კომპრესიული/შეკუმშული ნერვითაა გამოწვეული.

ლამინოტომია ტარდება იმ ფირფიტაზე, შრეზე, რომელიც მდებარეობს მალას უკანა ნაწილში. ეს შრე იცავს და ზრუნავს ზურგის ტვინის უკანა მონაკვეთზე.

პროცედურის დროს ქირურგი აღნიშნულ ფირფიტაში აკეთებს ხვრელს და ამოაქვს პატარა ნაწილი - შედეგად წნევა აღარ აწვება კომპრესირებულ ნერვებს.

ლამინოტომიის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ნერვის ტკივილის სამკურნალოდ ჩატარდა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, თუმცა პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

ლამინოტომია მინიინვაზიური ქირურგიული ჩარევაა, შესაბამისად, მარტივია რეაბილიტაციის პროცესი.

ჩვეულებრივ, სრული შეხორცებისთვის საჭიროა 6 კვირა. თავისთავად, განკურნების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმზე - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ლამინოტომიის ეფექტი შესამჩნევია მცირე დროშივე, ხოლო ზოგჯერ პაციენტი შვებას გრძნობს გარკვეული ვადის შემდეგ.

 

 

წყარო:        

https://my.clevelandclinic.org/health/procedures/laminotomy