რა არის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია?
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ეფექტური, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ოვულაციის დროს სპერმა ხელოვნურად შეჰყავთ პირდაპირ საშვილოსნოში.
ფერტილობის მკურნალობის ამ კურსისას ჯანმრთელი სპერმა გაცილებით ახლოს მიდის საკვერცხეებთან.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ინიშნება უნაყოფობის დროს ან მაშინ, როდესაც ქალს დაორსულება პარტნიორის გარეშე სურს (ანუ იყენებს სპერმის დონორს).
ინსემინაცია მოწოდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- საშვილოსნოს ლორწოს პრობლემა;
- გარკვეული პრობლემები საშვილოსნოში;
- სპერმის დაბალი აქტივობა, მცირე რაოდენობა;
- ერექციული დისფუნქცია;
- ეაკულაციის პრობლემა;
- ალერგია სპერმაზე;
- გაურკვეველი უნაყოფობა.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ეფექტურობა დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზზე.
კარგი შედეგი დგება იმ ქალებში, რომელთა დიაგნოზიც გაურკვეველი უნაყოფობაა ან აქვთ ცერვიკალური ლორწოს პრობლემები.
ინსემინაცია დადებით ეფექტს იძლევა თუ მამაკაცს აწუხებს ეაკულაცია.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია სათანადოდ ვერ მუშაობს თუ ანამნეზშია ფალოპის მილის დარღვევები, ენდომეტრიოზი, სპერმის მწვავე უკმარისობა - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ინიშნება ინ-ვიტრო განაყოფიერება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/22456-iui-intrauterine-insemination
