კომპრესიული მოტეხილობა

კომპრესიული მოტეხილობა

რა არის კომპრესიული მოტეხილობა?

იგი ხერხემლის მალის მოტეხილობაა. ამ ტიპის ხერხემლის მოტეხილობა გავრცელებულია ასაკის მატებისას. მკურნალობის მეთოდებია დასვენება, მედიკამენტები, მინიინვაზიური ქირურგიული ჩარევა და სპეციალური კორსეტი.

კომპრესიული მოტეხილობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • უეცარი ზურგის ტკივილი;
  • შეზღუდული მოძრაობა;
  • ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება ზურგის არეში;
  • სისუსტე დაზიანებულ არეში;
  • კუნთების სისუსტე ან სპაზმი.

კომპრესიული მოტეხილობის სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე - ყველაზე გავრცელებული ნიშანი სიმაღლეში შემცირებაა.

გამომწვევი მიზეზებია:

  • ოსტეოპოროზი;
  • ფიზიკური ტრავმა (წაქცევა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა, ავარია);
  • კიბო.

კომპრესიული მოტეხილობის რისკ-ფაქტორებია:

  • ხართ ქალი და გადიხართ მენოპაუზის ეტაპს;
  • ანამნეზში გაქვთ დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცეზე, სიძლიერეზე;
  • 50 წელს გადაცილებული;
  • ადრეც გქონდათ კომპრესიული მოტეხილობა.

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21950-compression-fractures