რა არის კომპრესიული მოტეხილობა?
იგი ხერხემლის მალის მოტეხილობაა. ამ ტიპის ხერხემლის მოტეხილობა გავრცელებულია ასაკის მატებისას. მკურნალობის მეთოდებია დასვენება, მედიკამენტები, მინიინვაზიური ქირურგიული ჩარევა და სპეციალური კორსეტი.
კომპრესიული მოტეხილობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- უეცარი ზურგის ტკივილი;
- შეზღუდული მოძრაობა;
- ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება ზურგის არეში;
- სისუსტე დაზიანებულ არეში;
- კუნთების სისუსტე ან სპაზმი.
კომპრესიული მოტეხილობის სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე - ყველაზე გავრცელებული ნიშანი სიმაღლეში შემცირებაა.
გამომწვევი მიზეზებია:
- ოსტეოპოროზი;
- ფიზიკური ტრავმა (წაქცევა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა, ავარია);
- კიბო.
კომპრესიული მოტეხილობის რისკ-ფაქტორებია:
- ხართ ქალი და გადიხართ მენოპაუზის ეტაპს;
- ანამნეზში გაქვთ დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცეზე, სიძლიერეზე;
- 50 წელს გადაცილებული;
- ადრეც გქონდათ კომპრესიული მოტეხილობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21950-compression-fractures
