კანის გაწითლება.
სახის უეცარი გაწითლება ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა გარემოს მიმართ. ამ დროს ლოყები, კისერი და გულმკერდის ზედა არე წითელ შეფერილობას იღებს, შეიძლება იგრძნოთ სიმხურვალე და ოფლიანობაც - სიწითლე ჩნდება სისხლის ნაკადის უეცარი მომატების გამო.
ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ალკოჰოლი;
- ცხარე კერძი;
- ჰაერის ტემპერატურა სწრაფად შეიცვალა;
- ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა;
- შფოთვა, ნერვიულობა, სტრესი, უხერხულობა;
- მზე.
ზოგჯერ კანის სიწითლე შემდეგი მდგომარეობებითაა განპირობებული:
- კარცინოიდული სინდრომი;
- სიცხე;
- მენოპაუზა;
- როზაცეა;
- მზის დამწვრობა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სახის კანის შეწითლების მიზეზი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა.
კანის შეფერილობა ნორმალურ, ფიზიოლოგიურ ფერს დაუბრუნდება რამდენიმე წუთში ან შეიძლება საათში - შედეგი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
კანის გაწითლება, ჩვეულებრივ, დროებითი სიმპტომია და სპეციფიკურ ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ თუ იცით, რომ სიწითლე ანამნეზში არსებული მდგომარეობის შედეგია ან წამოწითლებას ვერაფერს უკავშირებთ, ანუ არც ფსიქოლოგიური განწყობა და არც გარემოა ამის ხელშემწყობი მიზეზი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/skin-flushing
