რა არის ჰიპერრეფლექსია?
ჰიპერრეფლექსია ნიშნავს იმას, რომ კუნთს ზედმეტად აქტიური რეფლექს რეაქცია გამოუვლინდა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ნევროლოგიური მდგომარეობები ან შფოთვა და ჰიპერთირეოზი.
რეფლექსი უნებლიე (ავტომატური) რეაქციაა სტიმულზე, გამღიზიანებელზე და აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმი ნებისმიერ საფრთხეს აარიდოთ, მაგალითად, ფუტკრის დანახვისას ხელს ხომ აიქნევთ?
დიაგნოსტირებისთვის ექიმი მუხლზე დაგადებთ სპეციალურ სამედიცინო, სადიაგნოსტიკო ჩაქუჩს და გაარკვევს რამდენად ადეკვატური რეფლექს რეაქცია აქვს ორგანიზმს.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი;
- ტვინის ინფექცია;
- გაფანტული სკლეროზი;
- პარკინსონის დაავადება;
- ზურგის ტვინის დაზიანება;
- ტვინის ტრავმული დაზიანება;
- B12 ვიტამინის დეფიციტი.
ჰიპერრეფლექსიას ასევე იწვევს:
- შფოთვითი აშლილობა;
- ძლიერი სტრესი;
- ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის მომატება.
მკურნალობის კურსის მიზანია გამომწვევი პათოლოგიის მართვა, ანუ მიზეზის განკურნების ფონზე სიმპტომიც ალაგდება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24967-hyperreflexia
