რა ფუნქციას ასრულებს T-უჯრედი?

რა ფუნქციას ასრულებს T-უჯრედი?

რა არის T-უჯრედი?

T-უჯრედი სისხლის თეთრი უჯრედის ტიპია, რომელსაც ლიმფოციტი ეწოდება. იგი იმუნურ სისტემას მიკრობებთან ბრძოლაში ეხმარება და ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს.

2 ფორმა არსებობს, კერძოდ:

  • ციტოტოქსიკური T-უჯრედი ინფიცირებულ უჯრედს ანადგურებს;
  • ჰელფერ/დამხმარე T-უჯრედი სხვა იმუნურ უჯრედებთან სიგნალს გზავნის და ინფექციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

T-უჯრედი ძვლის ტვინში ფორმირდება, თიმუსში მწიფდება და ლიმფურ ქსოვილსა თუ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადაადგილდება.  

თიმუსი ბავშვობაში გაცილებით დიდი ზომისაა და ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. სტატისტიკურად, თიმუსი T-უჯრედს გაცილებით ნაკლები რაოდენობით გამოიმუშავებს, როდესაც ადამიანი 20 წლის ხდება. რაც შეეხება მარაგს - ეს უკვე ორგანიზმის უნარზეა დამოკიდებული, ანუ თუ რამდენად შეუძლია დააკოპიროს და გაამრავლოს უკვე არსებული T-უჯრედები.

T-უჯრედის ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს ავტოიმუნური დაავადებები და იმუნოდეფიციტური დარღვევები.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/body/24630-t-cells