რა არის რადიკულოპათია?
რადიკულოპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ზურგის ნერვის არეში.
ცნობილია 3 ტიპის რადიკულოპათია:
- ცერვიკალური;
- გულმკერდის;
- წელის.
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ნერვის ფესვი გაღიზიანებული ან შეკუმშულია.
რადიკულოპათიისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დაავადება გაცილებით გავრცელებულია 50 წელს გადაცილებულ პირებში.
იგი იშვიათი დაავადებაა; მიუხედავად იმისა, რომ კისრის, ზურგისა და წელის ტკივილი ძალიან გავრცელებული ჩივილია იშვიათად რომ რადიკულოპათიით იყოს გამოწვეული.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი დაზიანებული ნერვის არეში;
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- დაბუჟება;
- კუნთის სისუსტე.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა, მაგალითად, წაქცევა ან ავარია;
- ძვლის დეზი;
- დისკის თიაქარი.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ასაკის მატება, ბიოლოგიური ხანდაზმულობა და სხვა პათოლოგიური რისკ-ფაქტორი არ იკვეთება. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად ძვალი და ხერხემლის დისკი ფორმასა და დრეკადობას კარგავს. ეს ნატურალური დეგენერაცია და სისუსტე სრულიად საკმარისია ნერვის დასაზიანებლად.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22564-radiculopathy
