რა არის ჰიპორეფლექსია?
ჰიპორეფლექსია სიმპტომია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩონჩხის კუნთებს რეფლექსის რეაქცია დაუქვეითდა.
დიაგნოზის გამომწვევი მიზეზია რეფლექსური რკალის რომელიმე უბნის დაზიანება. რეფლექსი სხეულის უნებლიე მოძრაობა, რეაგირებაა გამღიზიანებელზე.
მედიკოსი ჰიპორეფლექსიაზე ეჭვს მიიტანს მუხლზე რეფლექსური ჩაქუჩის მირტყმის (სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც სრულიად უმტკივნეულოა და რეფლექსის უნარს ამოწმებს) მეშვეობით. ნორმალურ მდგომარეობაში პერიფერიული ნერვი ზურგის ტვინსსიგნალს მიაწვდის იმის თაობაზე, რომ გარკვეული ზემოქმედება ხდება მუხლის არეში და საპასუხოდ ზურგის ტვინი სწრაფად მოახდენს რეაგირებას, ანუ კუნთს შეკუმშვისკენ მოუწოდებს. ჰიპორეფლექსიის დროს კი კუნთი იკუმშება კვირაში მხოლოდ ერთხელ ან საერთოდ არ იკუმშება.
დაზიანება შესაძლოა შეეხოს ნებისმიერ ქსოვილს, მაგალითად:
იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ჰიპორეფლექსიის მიზეზია ის ნევროლოგიური დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვისა და კუნთის შემაერთებელ უბანს.
ჰიპორეფლექსიის მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. მკურნალობის კურსის მიზანია განიკურნოს ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი, დაავადება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24176-hyporeflexia
