რა უნდა იცოდეთ ნერვული სისტემის თანდაყოლილ ანომალიებზე?
ცენტრალური ნერვული სისტემის ანომალია ტვინის ფიზიკური სტრუქტურის ან ზურგის ტვინის დეფექტია, რომელიც საშვილოსნოში ყალიბდება, ან პათოლოგიური პროცესი ჩნდება ნაყოფის განვითარების პერიოდში, ორსულობისას.
ეს დიაგნოზი აერთიანებს არაერთ დაავადებას და მდგომარეობას - პათოლოგია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მწვავე.
მედიცინისთვის ცნობილია თანდაყოლილი ანომალიები, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე, შესაბამისად, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მედიკოსები აღნიშნავენ დიაგნოზს - ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.
ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიების გამომწვევი მიზეზებია:
- გენეტიკური ფაქტორი;
- ალკოჰოლი, მედიკამენტები, ნარკოტიკი, გარემო ტოქსინები და სხვა ტიპის ტოქსინები;
- ზოგიერთი ვირუსი, რომლითაც ჩვილი ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას ინფიცირდება.
სამწუხაროდ, ბევრ კლინიკურ შემთხვევაში დაავადების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ანუ მედიკოსები ზუსტ გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენენ.
სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ბუნებასა და სიმწვავეზე. ყველაზე გავრცელებული ფიზიკური ცვლილებებია:
- მოძრაობის უნარისა და ძალის დაქვეითება;
- შემეცნებითი სისუსტე;
- კუნთების რიგიდულობა;
- სხეულის ფუნქციებისა და ავტონომიური კონტროლის პროგრესული დაქვეითება;
- ზრდა-განვითარების ჩამორჩენა;
- ძლიერი ტკივილი.
მკურნალობის კურსის მიზანია:
- სიმპტომების შემსუბუქება;
- ტვინის ფუნქციისა და ხერხემლის სტრუქტურის კორექცია;
- შემეცნებითი მოტორული ფუნქციის გაძლიერება;
- ნევროლოგიური დეფიციტის პროგრესირების პრევენცია.
წყარო:
https://www.uchicagomedicine.org/conditions-services/neurology-neurosurgery/congenital-anomalies
