ბრუცელოზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

ბრუცელოზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

რა სიმპტომები ახასიათებს ბრუცელოზს?

ბრუცელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში ვრცელდება. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაინფიცირების მიზეზია უმი ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტები. ზოგჯერ გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • კანკალი;
  • მადის დაქვეითება;
  • სიცხე;
  • დაღლილობა,
  • საერთო სისუსტე;
  • კუნთების, ზურგისა და სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი.

ბრუცელოზის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია სისხლის ანალიზი.

ბრუცელოზის გართულებების გამოსავლენად ინიშნება შემდეგი კომპიუტერული კვლევები:

  • რენტგენული კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობის შეფასება;
  • ექოკარდიოგრაფია.

ბრუცელოზის მკურნალობის კურსის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ნებისმიერი შესაძლო გართულების მინიმუმამდე შემცირება და დაავადების ხელახალი გამოვლენის პრევენცია.

ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის ანტიბიოტიკებს - ანტიბიოტიკოთერაპია გაგრძელდება მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, სიმპტომები შესაძლოა სრულად არ განიკურნოს რამდენიმე თვის მანძილზე. სავსებით მოსალოდნელია დაავადება ხელახლა გამოგივლინდეთ ან ინფექციამ მიიღოს ქრონიკული სახე.

 

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brucellosis/diagnosis-treatment/drc-20351744