რა სიმპტომები ახასიათებს ბრუცელოზს?
ბრუცელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში ვრცელდება. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაინფიცირების მიზეზია უმი ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტები. ზოგჯერ გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- კანკალი;
- მადის დაქვეითება;
- სიცხე;
- დაღლილობა,
- საერთო სისუსტე;
- კუნთების, ზურგისა და სახსრების ტკივილი;
- თავის ტკივილი.
ბრუცელოზის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია სისხლის ანალიზი.
ბრუცელოზის გართულებების გამოსავლენად ინიშნება შემდეგი კომპიუტერული კვლევები:
- რენტგენული კვლევა;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობის შეფასება;
- ექოკარდიოგრაფია.
ბრუცელოზის მკურნალობის კურსის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ნებისმიერი შესაძლო გართულების მინიმუმამდე შემცირება და დაავადების ხელახალი გამოვლენის პრევენცია.
ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის ანტიბიოტიკებს - ანტიბიოტიკოთერაპია გაგრძელდება მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, სიმპტომები შესაძლოა სრულად არ განიკურნოს რამდენიმე თვის მანძილზე. სავსებით მოსალოდნელია დაავადება ხელახლა გამოგივლინდეთ ან ინფექციამ მიიღოს ქრონიკული სახე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brucellosis/diagnosis-treatment/drc-20351744
