რა არის კარცინოიდული სინდრომი?
კარცინოიდული სინდრომი ნეიროენდოკრინული სიმსივნის გართულებაა.
ნეიროენდოკრინული სიმსივნე სიმსივნის იშვიათი ტიპია და ყალიბდება ნეიროენდოკრინულ უჯრედებში.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- არაკომფორტული, უსიამოვნო შეწითლება, სიმხურვალე თავისა და კისრის არეში;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ხშირი დიარეა;
- სპაზმი მუცლის არეში;
- ცხიმიანი განავალი მძაფრად უსიამოვნო სუნით;
- კიდურების შეშუპება;
- ერექციული დისფუნქცია;
- ადამიანი კარგავს ინტიმური კავშირის სურვილს;
- სიყვითლე;
- თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება;
- შეგრძნება თითქოს გული დახტუნავს.
კარცინოიდული სინდრომის ფონზე მოსალოდნელია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ცნობილია კარცინოიდული კრიზის სახელწოდებით.
სხვა შესაძლო გართულებებია:
- კარცინოიდული გულის დაავადება;
- მეზენტერიული ფიბროზი;
- დეპრესია.
კარცინოიდული სინდრომის მართვის ერთადერთი მეთოდია განიკურნოს მისი გამომწვევი მდგომარეობა, ანუ ნეიროენდოკრინული სიმსივნე.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22103-carcinoid-syndrome
