მთავარი პერსონაჟის სინდრომი - ადამიანები, რომლებიც მეგობრის წვეულებაზეც კი ყურადღების ცენტრში ყოფნას არ ერიდებიან

მთავარი პერსონაჟის სინდრომი - ადამიანები, რომლებიც მეგობრის წვეულებაზეც კი ყურადღების ცენტრში ყოფნას არ ერიდებიან

რა არის მთავარი პერსონაჟის სინდრომი?

იგი სამედიცინო დიაგნოზი არაა, თუმცა ამ ტერმინს აქტიურად განიხილავენ სოციალურ მედიაში.

საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ყველგან და ყველაფერში ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობენ და ეჩვენებათ თითქოს ნებისმიერი ისტორია თუ სიტუაცია მათ შესახებაა, ანუ სცენარში მთავარ როლს ასრულებენ.

მთავარი პერსონაჟის სინდრომის დროს ადამიანი ფიქრობს, რომ პირველი მოქმედი პირია და სხვები უბრალოდ მეორეხარისხოვან როლს უნდა დასჯერდნენ. მთავარი პერსონაჟის სინდრომით იტანჯებით თუ ფიქრობთ, რომ ოთახში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და იმდენად ძლიერ ენერგიას ასხივებთ სხვებს ჩრდილავთ.

თუ ამ სინდრომის მქონე ადამიანს თქვენს პრობლემაზე მოუყვებით პასუხად თანაგრძნობას ნუ დაელოდებით - მისგან ერთადერთი რეაქცია იქნება ის, რომ საკუთარ დარდზე დაიწყებს საუბარს; სასაცილოა, თუმცა შეიძლება მისი დამშვიდებაც კი მოგიწიოთ.

იცნობთ ადამიანს, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე იყო, თუმცა ვერ გაგირკვევიათ წვეულება მას ეძღვნებოდა თუ იუბილარს? გილოცავთ, გარემოცვაში მთავარი პერსონაჟის სინდრომის მქონე ნაცნობი გყავთ.

რასაკვირველია, ამ ხასიათით ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა გაგიჭირდებათ - ყველა სიტუაციაში მთავარ როლს ვერ მოირგებთ, სხვებიც არსებობენ.

მთავარი პერსონაჟის სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი ტიპის ქცევა და ხასიათი:

  • თავის მოტყუება;
  • ყურადღების მიპყრობის ძლიერი სურვილი;
  • დრამატული ქცევის გამოხატვა;
  • არ გაქვთ თანაგრძნობის უნარი;
  • მუდმივად რაღაცის გამოგონებაში და ამბების შეთხვზაში ხართ;
  • სხვების პრობლემების რომანტიზება გიყვართ;
  • რეალობის თქვენეული აღქმა.  

 

 

წყარო:  

https://health.clevelandclinic.org/what-to-know-about-main-character-syndrome