ტვინის სისხლდენა - რა სიმპტომებით ვლინდება ტვინის ჰემორაგია?

ტვინის სისხლდენა - რა სიმპტომებით ვლინდება ტვინის ჰემორაგია?

რა არის ტვინის ჰემორაგია?

ტვინის სისხლდენა, ასევე ცნობილი როგორც ტვინის ჰემორაგია, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ სისხლდენაა ტვინის ქსოვილსა და თავის ქალას შორის ან უშუალოდ ტვინის ქსოვილში.

ქალაშიდა ჰემორაგიის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ ტვინის რომელი უბანი დაზიანდა. თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • სისუსტე, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და სახის პარალიზი;
  • უეცარი და მწვავე თავის ტკივილი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • დაბნეულობა;
  • თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება;
  • შეტევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე;
  • მხედველობის დაკარგვა;
  • პაციენტს უჭირს ბალანსისა და კოორდინაციის დაცვა;
  • კისრის გაშეშება;
  • ჩლიფინით საუბარი;
  • ძილიანობა;
  • პათოლოგიური გულისცემა და სუნთქვის უკმარისობა;
  • კომა.

ტვინის ჰემორაგია უეცრად ჩნდება, თუმცა ამ დიაგნოზს ხელს უწყობს გარკვეული ფაქტორები. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • თავის ტრავმა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ანევრიზმა;
  • სისხლძარღვის პათოლოგიები;
  • ამილოიდური ანგიოპათია;
  • სისხლის დაავადებები ან სისხლდენით მიმდინარე პათოლოგიები;
  • ღვიძლის დაავადება;
  • ტვინის სიმსივნე.

 

 

წყარო:

https://www.nyp.org/neuro/brain-hemorrhage