ხერხემლის მოტეხილობა

ხერხემლის მოტეხილობა

რა უნდა იცოდეთ ხერხემლის მოტეხილობაზე?

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ხერხემლის მოტეხილობას იწვევს ოსტეოპოროზი ან ტრავმა, მაგალითად, ავტოავარია. 

თუ დაზიანებული არ არის ზურგის ტვინი, მოტეხილი მალის აღდგენიი ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი ეფექტი არ შეგაწუხებთ. 

ხერხემლის მოტეხილობისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ქალები და 50 წელს გადაცილებული ზრდასრულები უფრო მეტად არიან მიდრეკილები. სპინალური მოტეხილობის რისკის წინაშე ხართ თუ ანამნეზში გიფიქსირდებათ ოსტეოპოროზი. სხვებთან შედარებით, რომელთაც არასდროს გადაუტანიათ მოტეხილობა, ხუთჯერ მაღალია ხელახალი განმეორების შანსი იმ პირები, რომელთაც უკვე ჰქონდათ კომპრესიული მოტეხილობა.

სპინალური მოტეხილობის რისკ-ფაქტორებია: 

• კიბო (განსაკუთრებით თუ მკურნალობთ ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით);
• ხანგრძლივი დროით მოიხმართ კორტიკოსტეროიდებს; 
• ჰიპერთირეოზი; 
• ძვლის ინფექცია; 
• ანორექსია; 
• თირკმლის დაავადება; 
• D ვიტამინის დეფიციტი; 
• თამბაქო; 
• ჭარბი დოზით ალკოჰოლი.

ხერხემლის მოტეხილობის გამო შესაძლოა გაგიჭირდეთ ან ვერ შეძლოთ მოძრაობა, უჩიოდეთ ტკივილსა და დისკომფორტს გადაადგილების ფონზე.

მოტეხილობის შეხორცების პროცესში, რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალური სამკურნალო კორსეტი.

მწვავე მოტეხილობამ შესაძლოა დააზიანოს ზურგის ტვინი - ამ მიზეზით მოსალოდნელია გაგიჭირდეთ ფეხზე დგომა ან სიარული. ამ ტიპის დაზიანება შესაძლოა იყოს მუდმივი ან დაექვემდებაროს მკურნალობას. 

ხერხემლის მოტეხილობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• ზურგის ტკივილი; 
• შეშუპება; 
• სხეულის პოზის ცვლილება; 
• ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება; 
• პაციენტი იკლებს სიმაღლეში; 
• შარდის ბუშტის ან ნაწლავის შეუკავებლობა. 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17498-spinal-fractures