რა არის ტვინის ვასკულარული ოკლუზია?
სისხლძარღვის დახშობამ შესაძლოა სერიოზული და სიცოცხლისთვის რისკის შემცველი შედეგი გამოიღოს და განსაკუთრებით მაშინ თუ ეს პროცესი ფიქსირდება ტვინისა და გულის სისხლძარღვში.
აუცილებელია დროული და ადეკვატური მკურნალობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინსულტისა და სხვა სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება. აუცილებელია ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემთხვევაში პაციენტმა მიმართოს კლინიკას - ცერებროვასკულარული ოკლუზიის მართვისას ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
ზოგიერთ პაციენტს არ უვლინდება ცერებროვასკულარული ოკლუზიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ზოგჯერ კი იმდენად მწვავედ პროგრესირებს, რომ ორგანიზმის სერიოზული დამძიმების და ფატალური შედეგის მიზეზი ხდება.
ცერებროვასკულარული ოკლუზიისთვის დამახასიათებელია:
- თავის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- მეტყველების დარღვევა;
- ვიზუალური პრობლემები;
- ეპილეფსიური შეტევა;
- ჩავარდნა მეხსიერებაში;
- ფსიქოლოგიური ცვლილებები;
- პათოლოგიურად იცვლება პაციენტის ქცევა, ფიქრისა და რეაქციის უნარი;
- პაციენტი კიდურებში კარგავს ძალას.
ცერებროვასკულარული ოკლუზიის ხელშემწყობი ფაქტორებია:
- ტვინისა და ტვინის სისხლძარღვის დაავადება;
- ტვინის არტერიოსკლეროზი;
- ინფექცია, ტრავმა, სიმსივნე;
- ფიბრომუსკულარული დისპლაზია;
- სისტემური დაავადებები;
- გენეტიკური დარღვევები;
- გულის დაავადება;
- ჰემატოლოგიური დაავადება;
- თამბაქო;
- რადიაციული დასხივება;
- რევმატოლოგიური დაავადებების გართულება.
წყარო:
https://npistanbul.com/en/what-is-brain-vascular-occlusion
