რას ნიშნავს ხაჭოსებრი კონსისტენციის ვაგინალური გამონადენი?
ხაჭოსმაგვარი ვაგინალური გამონადენი ვიზუალურად ნამდვილად ჰგავს რძის ამ ნაწარმს - თეთრია, სქელი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სოკოვანი ინფექციის სიმპტომია.
ხაჭოსებრ გამონადენს შესაძლოა ერთვოდეს სხვა ნიშნებიც, კერძოდ:
• ვაგინის არეში ქავილი და გაღიზიანება;
• სიწითლე და შეშუპება;
• დისკომფორტი და ტკივილი მოშარდვისა თუ ინტიმური კავშირის დროს;
• ვაგინალურ არეში საერთო დისკომფორტი და ტკივილის შეგრძნება.
ხაჭოსებრი გამონადენი უკავშირდება სხვადასხვა ფაქტორსა და მდგომარეობას:
• ჰორმონული ცვლილებები;
• ესტროგენის დაქვეითება;
• არასწორი ჰიგიენა, მაგალითად, ზედმეტად ხშირად ან ხანგრძლივი დროით ბანაობთ, იყენებთ ისეთ საპონს, რომელიც არღვევს ვაგინალური ფლორის ბალანსს;
• ტანზე ზედმეტად მოჭერილ, მოტკეცილ საცვლებს იცვამთ და ვაგინალურ არეში იყენებთ სურნელოვან საშუალებებს;
• თქვენს პარტნიორს აქვს სოკოვანი ინფექცია;
• სუსტი იმუნური სისტემა.
მკურნალობისთვის მოწოდებულია სოკოს საწინააღმდეგო კრემები და ორალური მედიკამენტები.
წყარო:
https://www.ckbhospital.com/blogs/cottage-cheese-vaginal-discharge
