მენინგიომა

მენინგიომა

რა არის მენინგიომა?

მენინგიომა სიმსივნეა, რომელიც მენინგეალურ გარსში ფორმირდება - იგი იმ ქსოვილის ამომფენია, რომელიც ეკვრის თავისა და ზურგის ტვინს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კეთილთვისებიანია, თუმცა არსებობს ავთვისებიანი ფორმაც. მენინგიომას დიაგნოზი ექვემდებარება მკურნალობას.

ბავშვებზე ხშირად ზრდასრულებში ფიქსირდება - ავადობის საშუალო ასაკი 66 წელია. სტატისტიკურად, მენინგიომა მეტად გავრცელებულია ქალებში - მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ჰომონული ფაქტორებია. თუმცა ავთვისებიანი ფორმით უფრო ხშირად კაცები ავადობენ. 

ვინაიდან მენინგიომა ნელა პროგრესირებს ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოა.სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც ზომაში იზრდება და გარშემომდებარე სტრუქტურებს აწვება. სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ ტვინის რომელი უბანი დაზიანდა.

ტვინის მენინგიომას ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: 

• თავის ტკივილი; 
• თავბრუსხვევა; 
• გულისრევა და ღებინება;
• ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის დაკარგვა; 
• სმენის დაქვეითება; 
• შეტევა; 
• ქცევითი ან პერსონალური ხასიათის ცვლილებები;
• მეხსიერების პრობლემები; 
• ჰიპერრეფლექსია;
• კუნთის სისუსტე სხეულის გარკვეულ არეში; 
• სხეულის გარკვეული უბნის პარალიზი. 

ზურგის ტვინის მენინგიომასთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• ტკივილი სიმსივნის არეში; 
• რადიკულოპათია;
• ჰიპორეფლექსია;
• კუნთის სისუსტე და კუნთის ტონუსის დაქვეითება.

მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია მენინგიომას ზუსტი გამომწვევი მიზეზი.სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, 40-დან 80%-ში პათოლოგია ქრომოსომა 22-ში ფიქსირდება. მიზეზი სპონტანურია ან იშვიათად კონკრეტული გენეტიკური (მემკვიდრული) მდგომარეობის ნაწილია.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს გარკვეული გარემო, ჰორმონული და გენეტიკური რისკ-ფაქტორებიც. 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17858-meningioma