ინტრავენური თერაპია

ინტრავენური თერაპია

რა არის ინტრავენური თერაპია?

ინტრავენური თერაპია ნიშნავს იმას, რომ პაციენტის ვენაში შეჰყავთ მედიკამენტი, ვიტამინი, სისხლი ან სხვა ტიპის სითხე. ამ გზით სამკურნალო სითხე პაციენტის ორგანიზმში გაცილებით სწრაფად აღწევს. 

ინტრავენური თერაპია მოწოდებულია შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ: 

• მწვავე დეჰიდრატაცია;
• ჯანმრთელობის პრობლემები; 
• ტკივილი; 
• სისხლის დაკარგვა; 
• კვებითი უკმარისობა; 
• ვიტამინების დეფიციტი. 

ინტრავენური თერაპია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პროცედურაა თითქმის ყველა კლინიკაში. იშვიათად, თუმცა გარკვეული რისკი თან ახლავს, კერძოდ, მცირედი სისხლდენა, ვენის გარშემო შეშუპება, კანის გაღიზიანება.

სამკურნალო სითხე, რომელიც ორგანიზმში ინტრავენური გზით შედის, გაცილებით სწრაფად შეიწოვება, შესაბამისად, სასურველი შედეგი მოკლე დროში დგება, ვიდრე იგივე ნარევი პაციენტმა ორალური გზით რომ მიიღოს.

წყალი, ვიტამინები, მედიკამენტები ორგანიზმიდან იწმინდება ბუნებრივი გზით, საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით. ეს პროცესი ინდივიდუალურია და ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში დიდ დროს საჭიროებს, ხოლო ზოგჯერ მცირე დროში ფიქსირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/iv-therapy