მკვებავი ნივთიერებების დისბალანსი

მკვებავი ნივთიერებების დისბალანსი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

საკვები ნივთიერებების დისბალანსი კვლავ რჩება ჯანმრთელობის პრობლემის პოტენციური გამომწვევი მიზეზი.

საკვები ნივთიერებების დეფიციტი ცვლის ორგანიზმის ფუნქციებსა და პროცესებს ძირითად უჯრედულ დონეზე. პროცესი შესაძლოა მოიცავდეს წყლის ბალანსს, ენზიმების ფუნქციას, ნერვების მიერ გამოტყორცნილ სიგნალებს, მეტაბოლიზმს, საჭმლის მონელებას.

ამ დეფიციტის აღმოფხვრა აუცილებელია ფუნქციონირებისთვის, ოპტიმალური ზრდისა და განვითარებისთვის.

თუ საკვები ნივთიერებების დეფიციტზე გაქვთ ეჭვი აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დიაგნოსტირებისთვის ინიშნება სისხლის ანალიზი - თუ ლაბორატორიული კვლევა მკვებავი ნივთიერებების დისბალანსს დაადასტურებს მედიკოსი დანიშნავს შესაბამის დიეტასა და გამოწერს საჭირო დანამატებს.

პრაქტიკულად ჯანმრთელმა პირმა უნდა მიირთვას ვიტამინებით, მინერალებითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტები, რაციონი უნდა იყოს დაბალანსირებული - სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი აღნიშნული დიაგნოზის თავიდან არიდება.

განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში იმყოფებიან ხანდაზმულები, ორსულები და ასევე ის ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ არაჯანსაღ საკვებს და ხშირად არ მიირთმევენ ხილს, ბოსტნეულს.

 

 

წყარო:  

https://www.everydayhealth.com/hs/guide-to-essential-nutrients/common-nutrient-deficiencies/