მიასთენია გრავისი - შესაძლებელია თუ არა თვალის, სახის, ყელის, კიდურის კუნთების სისუსტის მკურნალობა?

მიასთენია გრავისი - შესაძლებელია თუ არა თვალის, სახის, ყელის, კიდურის კუნთების სისუსტის მკურნალობა?

მიასთენია გრავისი პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება ნებითი კუნთების სისუსტითა და გადაღლით.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ზიანდება თვალის, სახის, ყელის, კისრისა და კიდურის კუნთები.

სიმპტომები დროთა განმავლობაში პროგრესირებს - სამწუხაროდ, დაავადების ჩამოყალიბებიდან რამდენიმე წელში იმდენად მწვავე ხასიათს იძენს, რომ მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

პათოლოგიურ პროცესს იწვევს ნერვებსა და კუნთებს შორის კომუნიკაციის დარღვევა. მიასთენია გრავისისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა სტატისტიკურად, განსაკუთრებით ხშირად ავადობენ 40 წლამდე ასაკის ქალბატონები და 60 წელს გადაცილებული მამაკაცები.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია შემოწმდეს ნევროლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა:

  • რეფლექსი;
  • კუნთის სიძლიერე;
  • კუნთის ტონუსი;
  • მგრძნობელობა შეხებასა და სინათლეზე;
  • კოორდინაცია;
  • ბალანსი.

ინიშნება სისხლის ანალიზი არატიპიური ანტისხეულის გამოსავლენად.

სხვა მნიშვნელოვანი კვლევებია:

  • განმეორებითი ნერვის სტიმულაცია;
  • ერთბოჭკოვანი ელექტრომიოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თიმუსში სიმსივნის ან სხვა ტიპის პრობლემის გამოსავლენად;
  • პულმონალური ფუნქციის კვლევა.

მიასთენია გრავისის სიმპტომების სამკურნალოდ შემუშავებულია რამდენიმე მეთოდი.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, დაავადების სიმწვავესა და პათოლოგიის პროგრესირების სისწრაფეზე.

მკურნალობის მეთოდებია:

  • მედიკამენტოთერაპია;
  • ინტრავენური თერაპია;
  • ქირურგიული ჩარევა.

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/myasthenia-gravis/diagnosis-treatment/drc-20352040