რა არის ვერტიგო?
ვერტიგო იწვევს თავბრუსხვევას, რომლის გამოც ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს გარემო, სადაც იმყოფება, წრეზე ტრიალებს, ბრუნავს - სინამდვილეში ასე არ ხდება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეს სიმპტომი შუა ყურის პრობლემითაა გამოწვეული, თუმცა სხვა დაავადებების გამორიცხვაც არ შეიძლება.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - მოწოდებულია ქირურგიული ჩარევა, მედიკამენტური თერაპია ან პოზის შეცვლის მანევრები.
ვერტიგოს დროს ადამიანს აქვს თავბრუსხვევა და უჭირს ბალანსის დაცვა. ვერტიგოს შესაძლოა თან ერთვოდეს შემდეგი სიმპტომები:
- გულისრევა და ღებინება;
- სმენის დაქვეითება ერთ ან ორივე ყურში;
- ყურში ზარის რეკვის მსგავსი ხმა;
- თავის ტკივილი;
- ყურის დაგუბება, ყურში სისავსის შეგრძნება;
- თვალის კაკლის უნებლიე, სწრაფი მოძრაობა.
ვერტიგოს გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:
- შაკიკისმიერი თავის ტკივილი;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ინსულტი;
- არითმია;
- დიაბეტი;
- თავის ტრავმა;
- დაავადების ან გარკვეული მდგომარეობის გამო ადამიანს უწევდა ხანგრძლივი დროით წოლა;
- ყურის ოპერაცია;
- სწრაფი სუნთქვა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- კუნთის სისუსტე;
- სიფილისი;
- ტვინის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი;
- სმენის ნერვის ნევრომა.
ვერტიგოს გამო მაღალია წაქცევის, შესაბამისად, ძვლის მოტეხილობისა თუ სხვა ტიპის ტრავმული დაზიანების მიღების რისკი.
ვერტიგო, თავისთავად, აქვეითებს ადამიანის ცხოვრების რიტმს - ამ სიმპტომის გამო წარმოუდგენელია ავტომობილის მართვა თუ სამსახურში წასვლა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21769-vertigo
