10 ივნისი - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

10 ივნისი - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 10 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება 7 145 539 შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 105 621 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 629 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 4 789 ადამიანი და დაიღუპა 141, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 48 923 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 913 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 18 724 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 333 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 786 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 866 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 14 556 და დაიღუპა 365 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 843 და დაიღუპა 11.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200610-covid-19-sitrep-142.pdf?sfvrsn=180898cd_6