მუცლის სირბილე

მუცლის სირბილე

რომელი დაავადება იწვევს ამ სიმპტომს?

მუცლის სირბილე ტკივილის ფორმაა, რომელსაც პაციენტი მაშინ უჩივის, როდესაც ვინმე მუცლის არეში ზეწოლას ახდენს.

სტატისტიკურად, ემერჯენსი დეპარტამენტს ყველაზე ხშირად სწორედ მუცლის ტკივილის ჩივილით მიმართავენ.

დისკომფორტის მიზეზი შესაძლოა იყოს სპორტული ტრავმა. სპორტული აქტივობისას ტრავმულ დაზიანებას სხეულის ამ არეში მარტივად იღებენ. ვინაიდან დამცავ სტრუქტურას არ შეიცავს, მუცლის ღრუში სერიოზული ტრავმის მიღების შანსი მაღალია. თიაქარი ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც სერიოზული ტრავმული დაზიანებით შეიძლება ჩამოყალიბდეს. სხვა მოსალოდნელი ტრავმებია კუნთის ან შინაგანი ორგანოების დაზიანება.  

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ფიზიკური გასინჯვა მაშინ, როდესაც სპორტული აქტივობისას ვინმე მუცელში დარტყმას მიიღებს. დაშავებულს მუცელზე რამდენიმე წამის განმავლობაში დააწექით (ზეწოლა განახორციელეთ) და სწრაფად ასწიეთ ხელები - თუ ამ მანევრის ფონზე პაციენტი ტკივილს იგრძნობს, სავარაუდოდ, დაზიანდა რომელიმე ორგანო და ურგენტული სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

მუცლის სირბილის სხვა გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს:

  • აპენდიციტი;
  • გასტრიტი;
  • დივერტიკულიტი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება.

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/325126